საიუველირო ფოლადი

რა არის საიუველირო ფოლადი?

ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ფოლადის სამკაულმა მთელ მსოფლიოში.უჟანგავი ფოლადის ისტორია იწყება 1913 წლიდან, როდესაც ინგლისელმა მეცნიერმა Harry Brearley -მ, ქრომის დამატებით მიიღო კოროზიისადმი მდგრადი ლითონი. ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო ამ მეტალის პოპულარიზაციას. მას უამრავ სფეროში გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენ შევეხებით ამ ლითონის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც 316L ჰქვია (რუსული ГОСТ-ის მოყვარულთავის კი 03Х17Н14М3). ამ საოცარი მეტალის გამოყენების სფერო მრავალია: სამედიცინო ინსტრუმენტები, ინპლანტანტები, საოჯახო ჭურჭელი, სამკაული და სხვა. ის აბსოლუტურად ჰიპოალერგენულია, არ განიცდის კოროზიას. მასზე არ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და ზღვის წყალი. მექანიკური დაზიანებებისადმი მდგრადია. ამ ლითონისგან დამზადებული სამკაული დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. არის უფრო იაფი ვიდრე ვერცხლი და საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ თუ თქვენი საყვარელი ფოლადის ბეჭედი დაგიპატარავდათ – ზომის შეცვლას ვერ შესძლებთ. მნიშველოვანია ისიც, რომ სხვა ტიპის ბიჟუტერიისგან განსხვავებით ის არ შეიცავს ტყვიას.

საიუველირო (ან უჟანგავი) ფოლადისგან თითქმის ყველა ტიპის და სტილის სამკაულს ამზადებენ. მისი სიმაგრე იძლევა იმის საშუალებას, რომ დიზაინერმა სამკაულში გამოიყენოს ისეთი ფორმები, რომლებსაც ვერ შესძლებს ძვირფას მეტალებში მათი სირბილის გამო. სხვადასხვა ფერების მისაღებად ამ ტიპის სამკაულში გამოიყენება ე.წ. PVD (Physical Vapor Deposition) დაფარვა. გალვანური (ჩვეულებრივი მოოქროვება) მეთოდისგან განსხვავებით, ეს მეთოდი გულისხმობს ვაკუუმში ერთი მეტალის მოლეკულებით მეორე მეტალის დაფარვას. ამ ტიპის მოოქროვება დიდი მდგრადობით გამოირჩევა და მრავალი წელი ამშვენებს სამკაულს. ძალიან ბევრ ცნობილ საიუველირო კომპანიას აქვს ამ მეტალის სამკაულის კოლექციები.

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის სამკაული არანაირ განსაკუთებულ მოვლას არ საჭიროებს. მისი გაწმენდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პირობებში შეგიძლიათ, სველი ტილოს, ან რბილი ჯაგრისის საშუალებით.