Gold filled ტექნოლოგია სამკაულის ოქროთი დაფარვის ყველაზე ხარისხიან ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. დაფარვის სისქე იმდენად დიდია, რომ ნაკეთობის წონის 5-10% -ს ოქრო წარმოადგენს. ამ ტიპის სამკაული, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად სახეს და ფერი არ გადასდის. საკმაოდ პოპულარულია აშშ-სა და ევროპაში.
მისი წარმოება უჟანგბადო გარემოში ხდება. მეტალი ცხელდება 900 გრადუსამდე და 170 ატმოსფერო წნევის ქვეშ მასზე ოქროს დადუღება ხდება. ძირითადი მეტალი შეიძლება იყოს ვერცხლი, თითბერი, სპილენძი. დაფარვის სისქე რამდენიმე ასეული მიკრონი გამოდის.
აშშ-ში ამ კატეგორიის ნაკეთობების დამზადება ფედერალური კანონის შესაბამისად ხდება, რომელსაც Federal Trade Commission (FTC) აკონტროლებს. Gold filled სამკაულის დამღაზე უნდა ეწეროს GF. მაგალითად, თუ დამღაზე აღნიშნულია 1/20 14kt GF, ნიშნავს რომ ეს არის 14 კარატი (ანუ 585 სინჯის) Gold filled ნაკეთობა, რომელშიც ოქროს წონა 1/20-ია, ანუ 5%.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://en.wikipedia.org/wiki/Gold-filled_jewelry
P.S. ვერსად მოვიძიე “gold filled” -ის ქართული შესატყვისი, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.