ფირუზი

ფირუზი უძველესი დროიდან პოპულარულ ძვირფას ქვას წარმოადგენს. ის ევროპაში აბრეშუმის გზით შედიოდა თურქეთის გავლით (აქედან მისი ინგლისური სახელწოდება “Turquoise”).  ის ალუმინის და სპილენძის ფოსფატს წარმოადგენს. ქიმიური ფორმულა CuAl6(OH)2[PO4]·4H2O . 

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

ფირუზი გამარჯვების, წარმატების და ბედნიერების ქვაა. აღმოსავლეთში   ფირუზი მეომრების თილისმად ითვლებოდა. ფირუზით ხშირად ამკობნდენ ხმლის ვადას და ქარქაშს. ამავე დროს, ფირუზი დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, ლიდერობასთან, სამართლიანობასთან. ის ძალას მატებს ბოროტებასთან მებრძოლ ადამიანებს. ფირუზი მაშინ ეხმარება მფლობელს, თუ ის კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში,  პრობლემების შექმნაც შეუძლია.

ფირუზი ხელს უწყობს შინაგან პროცესებზე კონცენტრაციას, ძველი, გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი გზების მიგნებას, საუკეთესო დამხმარეა მედიტაციის დროს და ზუსტი მეცნიერებით დაკავებული ადამიანებისთვის. ფირუზის ტარება რეკომენდებულია გამბედავი და რისკიანი ადამიანებისთვის. ფირუზი სასიკეთო გავლენას ახდენს ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე. 

რას ამბობენ ასტროლოგები

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეესაბამება ფირუზი: კურო, მორიელი, მშვილდოსანი, მერწყული და თევზები.

ფირუზით შემკული ჩვენი სამკაულის კოლექცია იხილეთ აქ!

ლაბრადორიტი

ლაბრადორიტი გაბროიდების ოჯახის მაგმურ ქანს წარმოადგენს. ის ჩრდილოეთ ამერიკაში, ლაბრადორის ნახევარკუნძულზეა აღმოჩენილი.

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

ლაბრატორიტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი ქვაა.  ზოგიერთი ტრადიციით ლაბრადორიტს სახლის კარის ზღურბლქვეშ ათავსებდნენ, რომ ოჯახში ვერ შეეღწია ავი ზრახვების მქონე ადამიანს. სხვა ტრადიცით ლაბრადორიტის ქვა, როგორც ოჯახის საუკეთესო დამცველი, გამოსაჩენ ადგილას უნდა მოთავსებულიყო, რომ მისი ძალა მთელ სახლს მისწვდომოდა და ოჯახის ყველა წევრს ყოველთვის დაენახა. ლაბრადორიტი იცავს მფლობელს ხიფათისაგან. ამიტომ ის საუკეთესო თილისმაა მათთვის, ვისაც უყვარს ან უწევს სარისკო საქმის კეთება. თუ ადამიანს წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია, ლაბრადორიტი დაეხმარება ამ უნარის გაძლიერებაში. ლაბრადორიტი მაძიებელი, მაგრამ მიწაზე მყარად მდგომი ადამიანების თილისმაა, რადგან ხელს უწყობს  მოვლენების  სწორად გაანალიზების, სწორი პროგნოზების კეთების უნარს, აძლიერებს ადამიანის შემოქმედებით მხარეს.

რას ამბობენ ასტროლოგები

ლაბრადორიტი ყველაზე მეტად შეესაბამება ლომის, მორიელისა და მშვილდოსნის  ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. 

სერპენტინი

სერპენტინი სილიკატური ჯგუფის მინერალი. სიმაგრე მოოსის შკალით 2,5-4. სიმკვრივე 2,2-2,9გრ/სმ3.

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

ითვლება, რომ სერპენტინი გამწმენდი ქვაა და  ასუფთავებს ასტრალური ჭუჭყისგან, ადამიანის დაზიანებული ველიდან განდევნის უარყოფთ ემოციებს და წარმონაქმნებს. ამიტომ ამ ქვას იყენებენ  სომატური და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისას. სერპენტინის ამულეტი იცავს ავი თვალისგან და ჯადოსგან. ეხმარება მათ, ვისაც სამყაროს დაფარული კანონზომიერებების შეცნობის სურვილი გააჩნია და საიდუმლო მეცნიერებებით არის დაინტერესებული. შამანები და ქურუმები სერპენტინს იყენებდნენ მედიტაციის გასაძლერებლად და მიღმიერ სამყაროსთან  დასაკავშირებლად. სერპენტინი იწოვს მფლობელზე მიმართულ ნეგატიურ ენერგიასაც და თვითონ მფლობელის უარყოფით განცდებსაც. უარყოფითი ენერგიისგან გასასუფთავებლად საჭიროა  ქვა პერიოდულად წყალში მოვათავსოთ. სერპენტინის ძლიერი ენერეტიკა მფლობელს ანიჭებს სულიერ წონასწორობას და დაცულობის განცდას.

რას ამბობენ ასტროლოგები

სერპენტინი ყველაზე მეტად ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეესაბამება. ასევე, კარგად ეწყობა კუროს, თხის რქას და მორიელს.

მარგალიტი

მარგალიტი  ორგანული ძვირფასი ქვების ერთ-ერთი წარმომადგენელია. — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის  სხეულში მოხვედრილი უცხო სხეულის გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

მარგალიტი ქალური საწყისის და წყლის სტიქიის ენერგიის მატარებელია. ხელს უწყობს კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას. მარგალიტი სიყვარულისა და ერგულების სიმბოლოა, სისუფთავესა და უმანკოებას განასახიერებს. მას შეუძლია დაგიცვათ მოღალატე ადამიანებისგან. მარგალიტის ტარება სულიერ სიმშვიდეს და წონასწორობას მოგანიჭებთ, შეგმატებთ რწმენას და სიბრძნეს, დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში. 

ითვლება, რომ მარგალიტი ძალიან მალე ეჩვევა თავის მფლობელს და რეაგირებს მის მდგომარეობაზე.

მარგალიტი, როგორც ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო,  ხშირად გამოიყენება ხატებისა და საეკლესიო ნივთების შესამკობად.

რას ამბობენ ასტროლოგები

ზოდიაქოს ნიშნებიდან მარგალიტს შეესაბამება კირჩხიბი, სასწორი და თევზები.

აგატი

აგატი კვარცის SiO2 -ის ფარულკრისტალური სახეობაა. მოოსის შკალით სიმაგრე 6,5-7. სიმკვრივე 2,6 გ/სმ3. ნახევრად გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე. ის ფერების თითქმის მთელ პალიტრას მოიცავს, რასაც სხვადასხვა აქცესორული მინერალები განსაზღვრავენ.

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

ბუნებში აგატის ბევრი სახეობა არსებობს და ყველა მათგანს განსხვავებული მაგიური თვისებები აქვს, მაგრამ ყველა სახის აგატი იცავს მფლობელს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ეს არის ძლიერი დამცავი ქვა, რომელსაც წარმატების მოტანაც შეუძლია, რადგან აძლიერებს პოზიტიურ შინაგან ენერგიას, მატებს საკუთარი თავის რწმენას, გონიერებას და წინდახედულებას. აქატი მფლობელს ეხმარება, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა და ჯანსაღი ფსიქიკა. ითვლება, რომ აგატი ხელს უწყობს ორატორული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ამიტომ საუკეთესო თილისმაა არტისტული და შემოქმედებითი ბუნების ადამიანებისთვის. აქატი მფლობელის გარშემო ჰარმონიულ აურას ქმნის და ირგვლივმყოფებში მისდამი კეთილგანწყობას ბადებს. თუ აქატს აჩუქებთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, მისგანაც საპასუხო სიმპათიას მოიპოვებთ, ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან დროებით განშორება გიწევთ, აჩუქეთ ერთმანეთს აქატის ქვები და თქვენს გრძნობებს დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს.

რას ამბობენ ასტროლოგები

ყვლა სახის აგატი ყველაზე უკეთ მოერგება კუროს. ასევე შეესაბამება მერწყულის, კირჩხიბის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნით დაბადებულებს.

ტიტანის სამკაული

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ტიტანის და საიუველირო ფოლადის სამკაული?

საიუველირო წარმოებაში დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება და დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტიტანის და ფოლადის სამკაული.

რითი განსხვავდება ეს ორი მეტალი და რა თვისებები გააჩნია მათ?

ტიტანის ძირითადი მახასიათებელია სიმაგრე და სიმსუბუქე. ის თითქმის აბსოლუტურად ინერტულია გარემოსთან (ანუ არ იჟანგება და ფერს არ იცვლის) და ჰიპოალერგენულია. ამ მეტალით დამზადებულ სამკაულს უნდა ერტყას დამღა “Titanium”. საიუველირო ფოლადთან შედარებით ის ბევრად უფრო ძვირი ღირს და უჩვეულოდ მსუბუქია.

რაც შეეხება საიუველირო ფოლადს: ამ მეტალის სახელწოდებაა “316L”. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება საათების წარმოებასა და ორთოპედიაში, ვინაიდან, როგორც ტიტანს, მასაც გააჩნია ანტიალერგიული თვისებები და აბსოლუტურად მდგრადია გარემოსთან. ამ მეტალისგან დამზადებულ სამკაულზე შეიძლება მითითებული იყოს: 316L, St. Steel ან Stainless Steel.

ვანის საგანძური

     საქართველო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერაა. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ადამიანები სპილენძს პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ამუშავებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა უკვე იცოდნენ ბრინჯაოს დამზადება. იმ დროიდანვე ეუფლებიან ისინი სხვა ლითონებსაც: ტყვიას, ვერცხლსა და ოქროს.

    განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამკაული აღმოჩნდა ვანის ნაქალაქარში 1969წელს. ქალის სამკაულის რამდენიმე სრული კომპლექტი, რომლებიც შეიცავს ჭედური ორნამენტით შემკულ თავისებურ დიადემებს, სხვადასხვა ფორმის საყურეებსა და სასაფეთქლე საკიდებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს.

    ვანის ნაქალაქარის სამარხები ყველა საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ (ძვ.წ. V-IV საუკუნეები),  ძველ ვანში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა მძლავრი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების (კვერვა, რჩილვა, ჭედვა, გავარსი, ტვიფრვა) გამოყენებით საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებს.

    საინტერესოა  ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომლებიც ადგილობრივი ნახელავია. 0,1-0,2მმ დიამეტრის მქონე ოქროს ბურთულები დიდი სიზუსტით არის ჩამოსხმული და დარჩილული ნივთების ზედაპირზე. შუქ-ჩრდილის უნატიფესი თამაში ისეთ ნივთებზე, როგორიცაა, მაგ.: კუს გამოსახულებით შემკული ყელსაბამი ნამდვილი ფერადოვნების ეფექტს იძლევა. მხატვრული თვალსაზრისით გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და  აცოცხლებს და ასხივოსნებს ოქროს ზედაპირს.

წყარო: http://saunje.ge/index.php?id=585&option=com_content&Itemid=15&lang=en

http://www.dzeglebi.ge/statiebi/xelovneba/qartuli_saiuveliro_xelovneba.html

ვოლფრამის სამკაული

    საიუველირო წარმოებაში, ვოლფრამის გამოყენება, დიდი ხანი არ არის რაც დაიწყეს. რითი განსხვავდება ის სხვა ლითონებისგან და რა არის მასში ისეთი უნიკალური, რომ მისი სამკაული ვატაროთ?

    ვოლფრამის მთავარი ღირსება, უდაოდ მისი სიმაგრეა. ის მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება ამ ფიზიკური თვისებით. ვოლფრამით დამზადებული სამკაული მრავალი წელი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. თქვენ, თამამად შეგიძლიათ ლუდის ბოთლის გახსნა, ან შუშაზე ავტოგრაფის დატოვება 🙂  არ უჩნდება ნაკაწრები, არ განიცდის დეფორმაციას და არ იჟანგება. არ არის ალერგიული. სიმაგრის გარდა – ის საკმაოდ მძიმე ლითონია (ვოლფრამის სიმკვრივე 19,1 გრ/სმ3). ეს მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. 

   ვოლფრამი 1783 წელს აღმოაჩინეს. სახელწოდება გერმანულიდან მოდის «Wolf Rahm»  რაც “მგლის ქაფს ან დუჟს” ნიშნავს. აშშ-სა და სხვა ბევრ ქვეყანაში მას «Tungsten» უწოდებენ, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც “მძიმე ქვა”. მიუხედავად სიმაგრისა – ის საკმაოდ მყიფე და მსხვრევადი ლითონია, ამიტომ მას მცირეოდენ ნახშირბადი ემატება. ამ შენადნობს ვოლფრამის კარბიდი ეწოდება (სიმკვრივე 15,77 გრ/სმ3). მას ფართოდ გამოიყენებენ ტექნიკასა (მჭრელი დეტალები) და სამხედრო წარმოებაში.

   შემდეგ სტატიაში წაიკითხეთ: რა არის საიუველირო ფოლადის სამკაული!

თამარის ჯვარი

   ეს ჯვარი ქართული საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. ის შემკულია ხუთი ბრტყელი ლალით, ოთხი დაწახნაგებული ზურმუხტით და ექვსი მარგალიტით. ჯვრის უკანა პირზე სევადით გამოყვანილი ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ მისი მფლობელი მეფეთ-მეფე თამარი იყო. ,,ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.  სიცოცხლეში თამარ მეფე ამ ჯვარს არ იშორებდა.

    X-XIII საუკუნეები ერთიანი საქართველოს მეცნიერების ,კულტურის და ხელოვნების რენესანსის პერიოდად ითვლება. ამ დროის ქართული ეკლესიების კედლებზე შემონახული ფრესკული მხატვრობა ადასტურებს სამკაულის წარმოების აღმავლობას, მაგრამ თვით სამკაულის ნიმუშები სამწუხაროდ საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოგვრჩა.

   თამარის გარდაცვალების შემდეგ ჯვარს დაუმზადეს ტიხრული მინანქრით შემკული სპეციალური ყუთი – სტავროთეკა, და როგორც ქართველი ხალხის ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავი, დასაცავად გადასცეს გელათის მონასტერს სადაც 1921 წლამდე ინახებოდა, სანამ სხვა სამუზეუმო ფასეულობასთან ერთად არ გაიტანეს საფრანგეთში. 1945 წელს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის მეოხებით, განძი საქართველოს დაუბრუნდა.