როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ტიტანის და საიუველირო ფოლადის სამკაული?
საიუველირო წარმოებაში დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება და დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტიტანის და ფოლადის სამკაული.
რითი განსხვავდება ეს ორი მეტალი და რა თვისებები გააჩნია მათ?
ტიტანის ძირითადი მახასიათებელია სიმაგრე და სიმსუბუქე. ის თითქმის აბსოლუტურად ინერტულია გარემოსთან (ანუ არ იჟანგება და ფერს არ იცვლის) და ჰიპოალერგენულია. ამ მეტალით დამზადებულ სამკაულს უნდა ერტყას დამღა “Titanium”. საიუველირო ფოლადთან შედარებით ის ბევრად უფრო ძვირი ღირს და უჩვეულოდ მსუბუქია.
რაც შეეხება საიუველირო ფოლადს: ამ მეტალის სახელწოდებაა “316L”. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება საათების წარმოებასა და ორთოპედიაში, ვინაიდან, როგორც ტიტანს, მასაც გააჩნია ანტიალერგიული თვისებები და აბსოლუტურად მდგრადია გარემოსთან. ამ მეტალისგან დამზადებულ სამკაულზე შეიძლება მითითებული იყოს: 316L, St. Steel ან Stainless Steel.