აგატი კვარცის SiO2 -ის ფარულკრისტალური სახეობაა. მოოსის შკალით სიმაგრე 6,5-7. სიმკვრივე 2,6 გ/სმ3. ნახევრად გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე. ის ფერების თითქმის მთელ პალიტრას მოიცავს, რასაც სხვადასხვა აქცესორული მინერალები განსაზღვრავენ.
რას ამბობენ ეზოთერიკოსები
ბუნებში აგატის ბევრი სახეობა არსებობს და ყველა მათგანს განსხვავებული მაგიური თვისებები აქვს, მაგრამ ყველა სახის აგატი იცავს მფლობელს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ეს არის ძლიერი დამცავი ქვა, რომელსაც წარმატების მოტანაც შეუძლია, რადგან აძლიერებს პოზიტიურ შინაგან ენერგიას, მატებს საკუთარი თავის რწმენას, გონიერებას და წინდახედულებას. აქატი მფლობელს ეხმარება, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა და ჯანსაღი ფსიქიკა. ითვლება, რომ აგატი ხელს უწყობს ორატორული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ამიტომ საუკეთესო თილისმაა არტისტული და შემოქმედებითი ბუნების ადამიანებისთვის. აქატი მფლობელის გარშემო ჰარმონიულ აურას ქმნის და ირგვლივმყოფებში მისდამი კეთილგანწყობას ბადებს. თუ აქატს აჩუქებთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, მისგანაც საპასუხო სიმპათიას მოიპოვებთ, ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან დროებით განშორება გიწევთ, აჩუქეთ ერთმანეთს აქატის ქვები და თქვენს გრძნობებს დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს.
რას ამბობენ ასტროლოგები
ყვლა სახის აგატი ყველაზე უკეთ მოერგება კუროს. ასევე შეესაბამება მერწყულის, კირჩხიბის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნით დაბადებულებს.