მარგალიტი

მარგალიტი  ორგანული ძვირფასი ქვების ერთ-ერთი წარმომადგენელია. — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის  სხეულში მოხვედრილი უცხო სხეულის გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.

რას ამბობენ ეზოთერიკოსები

მარგალიტი ქალური საწყისის და წყლის სტიქიის ენერგიის მატარებელია. ხელს უწყობს კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას. მარგალიტი სიყვარულისა და ერგულების სიმბოლოა, სისუფთავესა და უმანკოებას განასახიერებს. მას შეუძლია დაგიცვათ მოღალატე ადამიანებისგან. მარგალიტის ტარება სულიერ სიმშვიდეს და წონასწორობას მოგანიჭებთ, შეგმატებთ რწმენას და სიბრძნეს, დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში. 

ითვლება, რომ მარგალიტი ძალიან მალე ეჩვევა თავის მფლობელს და რეაგირებს მის მდგომარეობაზე.

მარგალიტი, როგორც ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო,  ხშირად გამოიყენება ხატებისა და საეკლესიო ნივთების შესამკობად.

რას ამბობენ ასტროლოგები

ზოდიაქოს ნიშნებიდან მარგალიტს შეესაბამება კირჩხიბი, სასწორი და თევზები.