1937 წელს, თრიალეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობილი არქეოლოგიური ექსპონატი – თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელიც ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარს ეკუთვნის.
თასის ზედა ფრიზზე, ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო ქვედაზე გამოსახულია ფურირმები.
მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს რომ ექსპონატზე გამოსახული თასების შიგთავსი ღვინო უნდა იყოს რაც სავსებით ბუნებრივია საქართველოსთვის, სადაც გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მეშვიდე ათასწლეულის ბოლოს შეთვისებული ჰქონდათ ვაზის და ღვინის კულტურა.