დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი

     მსოფლიოს მონარქთა რეგალიებში ყველაზე ცნობილი ალბათ სწორედ ეს გვირგვინია. მას მრავალი ისტორიული ძვირფასი ქვა ამშვენებს: გვირგვინის ზედა ჯვარში მოთავსებულია წმინდა ედუარდის საფირონი, წინა ჯვარში –  შავი პრინცის ლალი, მის ქვემოთ – ალმასი კულინან II, გვირგვინის უკანა ნაწილში კი სტიუარტების საფირონი. სულ გვირგვინში 2868 ალმასი, 273 მარგალიტი, 17 საფირონი, 11 ზურმუხტი და 5 ლალი არის გამოყენებული.

     გვირგვინის ბოლო ვერსია, რომელიც ამჟამად ლონდონის თაუერში ინახება, დამზადებულია 1911 წელს გეორგ მეხუთის ინაუგურაციისთვის. ის თითქმის იგივეა რაც დედოფალ ვიქტორიას გვრიგვინი. მასში შეცვლილია რამოდენიმე ძვირფასი ქვა, არის უფრო მსუბუქი და სატარებლად მოსახერხებელი. 

     ყოველწლიურად, დედოფალი სწორედ ამ გვირგვინით შემკული ხსნის პარლამენტის მორიგ სესიას. ტრადიციულად გვირგვინს და სხვა სამეფო რეგალიებს, ბუკინგემიდან ვესტმინსტერის სასახლეში ცალკე ეტლით მიაბრძანებენ.

მეფე გეორგ მეხუთის ინაუგურაცია 1911წ.

დედოფალ ელისაბედ II -ის ინაუგურაცია 1952წ.

გვირგვინის უკანა ხედი.